Робота для біженців з України
წყალმომარაგება/კანალიზაცია/წყალარინების სისტემის ინსპექტორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წყალმომარაგება/კანალიზაცია/წყალარინების სისტემის ინსპექტორი
მომწოდებელი: ლიდერ ექსპერტი
გამოქვეყნდა: 01 თებერვალი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
შპს "ლიდერ ექსპერტი" წარმოადგენს აკრედიტირებულ A ტიპის ინსპექტირების ორგანოს სსიპ "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის მიერ" ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.

კომპანია 2020 წლიდან ფუნქციონირებს და გაფართოების მიზნით აცხადებს ვაკანსიას (ობიექტის სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა) წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინების ქსელების და სისტემების ინსპექტორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი საინჟინრო განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინების ქსელების და სისტემების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ინსპექტირების ან/და მათზე ზედამხედველობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი;
** სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტების ცოდნა;
** Microsoft Office - პროგრამების ცოდნა.

სამუშაოს აღწერილობა:

** გაუწიოს ობიექტს (წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინების ქსელებისა და სისტემების) სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა;
** უზრუნველყოს სამუშაოთა შესრულების ხარისხის მაღალი დონე ისო/იეკ 17020 : 2012/2013 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად;
** გაეცნოს და შეისწავლოს ინსპექტირების ობიექტზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია.
** დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ ინსპექტირების მეთოდები და პროცედურებში განსაზღვრული თანმიმდევრობითა და დებულებების მიხედვით განახორციელოს ინსპექტირება;
** საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე კონტროლი და გამოვლენილი დეფექტების შემთხვევაში დროული ღონისძიების მიღება.
** კონტრაქტის და ტექნიკური დავალების შესწავლა;
** მიღებული ან შესყიდული წყალმომარაგების, და კანალიზაციის და სხვა ხაზობრივი ნაგებობისათვის განკუთვნილი მასალების შესაბამისობა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში აღწერილთან;
** შესრულებულ სამუშაოების ხარისხის კონტროლი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალების შევსების მართებულობა ყოველდღიურ რეჟიმში შენიშვნების, რეკომენდაციებისა და მითითებების ჩაწერით;
** აწარმოოს ინსპექტირების ჩანაწერები: ჩაიწეროს ყველა გადახრა და შეუსაბამობა და გასცეს შესაბამისი მითითებები;
** მოახდინოს მიღებული მონაცემების დამუშავება და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით მოამზადოს ინსპექტირების ანგარიში.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომპეტენტურობა;
** ანგარიშების წერის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: leaderexperts@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე