დასახელება:
ელექტროქსელებისა და სისტემების ინსპექტორი
|
მომწოდებელი:
ლიდერ ექსპერტი
|
გამოქვეყნდა: 01 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
შპს "ლიდერ ექსპერტი" წარმოადგენს აკრედიტირებულ A ტიპის ინსპექტირების ორგანოს სსიპ "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის მიერ" ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.
კომპანია 2020 წლიდან ფუნქციონირებს და გაფართოების მიზნით აცხადებს ვაკანსიას (ობიექტის სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა) ელექტროქსელებისა და სისტემების ინსპექტორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი საინჟინრო განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** ობიექტის ელექტროქსელების და სისტემების (1000 ვ-მდე) და სუსტი დენების სამშენებლო სამუშაოების წარმოების ან/და მათზე ზედამხედველობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი;
** სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტების ცოდნა;
** Microsoft Office - პროგრამების ცოდნა.
სამუშაოს აღწერილობა:
** გაუწიოს ობიექტს ელექტროქსელებისა და სისტემების (1000 ვ-მდე) სამშენებლოს სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა;
** უზრუნველყოს სამუშაოთა შესრულების ხარისხის მაღალი დონე ისო/იეკ 17020 : 2012/2013 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად;
** გაეცნოს და შეისწავლოს ინსპექტირების ობიექტზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია.
** დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ ინსპექტირების მეთოდები და პროცედურებში განსაზღვრული თანმიმდევრობითა და დებულებების მიხედვით განახორციელოს ინსპექტირება;
** საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე კონტროლი და გამოვლენილი დეფექტების შემთხვევაში დროული ღონისძიების მიღება.
** კონტრაქტის და ტექნიკური დავალების შესწავლა;
** მიღებული ან შესყიდული ელ.გაყვანილობის მასალების შესაბამისობა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში აღწერილთან;
** ელ.მოწყობილობების, ელ. გაყვანილობის/სუსტი დენების გაყვანილობისა და აქსესუარების მონტაჟის ტექნოლოგიური პროცესის შესაბამისობის კონტროლი ნორმებში მითითებულთან;
** შესრულებულ სამუშაოების ხარისხის კონტროლი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალების შევსების მართებულობა ყოველდღიურ რეჟიმში შენიშვნების, რეკომენდაციებისა და მითითებების ჩაწერით;
** აწარმოოს ინსპექტირების ჩანაწერები: ჩაიწეროს ყველა გადახრა და შეუსაბამობა და გასცეს შესაბამისი მითითებები;
** მოახდინოს მიღებული მონაცემების დამუშავება და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით მოამზადოს ინსპექტირების ანგარიში.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომპეტენტურობა;
** ანგარიშების წერის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: leaderexperts@gmail.com
|
|
|
|