დასახელება:
სერვის ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
სადაზღვევო კომპანია ალდაგი
|
გამოქვეყნდა: 01 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 07 თებერვალი
|
სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის პოზიციაზე, ადმინისტრაციულ განყოფილებაში.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი)
ძირითადი მოვალეობები:
** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა-ადმინისტრირება;
** შემოსული კლიენტების მიღება-გადამისამართება ან მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** საფოსტო-საკურიერო სამსახურთან ურთიერთობა და გზავნილების ადმინისტრირება;
** ოფისის კორპორატიულ იერსახეზე ზრუნვა;
** ოფისში დაგეგმილი შეხვედრების, პრეზენტაციების, გასაუბრებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** ადმინისტრაციული განყოფილების საქმიანობაში ჩართულობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მითერი, ადმინისტრატორი, ოფის მენეჯერი);
** მნიშვნელოვანია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მნიშვნელოვანია MS Office-ის პროგრამების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
აუცილებელი უნარები:
** კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უნარი
** კეთილგანწყობილება და თავაზიანობა
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი
** ორგანიზებულობა
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2023 წლის 07 თებერვლის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "სერვის ადმინისტრატორი".
სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
|
|
|
|