Робота для біженців з України
გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: რუმ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 01 თებერვალი / ბოლო ვადა: 01 მარტი
კომპანია "რუმ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო საათები: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00-19:00
მისამართი: ქ. თბილისი, გრიგოლ ფერაძის 5
შრომის ანაზღაურება: 1500/2500 ლარი გამოცდილების გათვალისწინებით (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსი

რისი გაკეთება გევალებათ, როგორც გაყიდვების სპეციალისტს:

** სატელეფონო ზარების, WhatsApp-ისა და შეხვედრების მეშვეობით ქართველ და საერთაშორისო კლიენტებთან კომუნიკაცია (სავალდებულო);
** კომპანიის წარმომადგენლობა უძრავი ქონების გაყიდვების დასაწყებად და დასასრულებლად;
** კომპანიის პროექტების ლოკაციებზე კლიენტებთან ვიზიტების ორგანიზება და წარმომადგენლობა;
** კლიენტებთან ურთიერთობის გაფართოება, შემდგომი მოქმედებების დაგეგმვა;
** ნასყიდობის ხელშეკრულებების შესწავლა, კლიენტის საჭიროებების მართვა და მესამე პირებთან კოორდინაცია;
** შუალედური მოლაპარაკებების უნარის ქონა, კლიენტებისათვის კონსულტაციის გაწევა უძრავი ქონების საბაზრო პირობებზე, ფასებზე, განვადებაზე, სამართლებრივ მოთხოვნებზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** უძრავი ქონების ბაზრის კვლევა, ცოდნის გაღრმავება და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება.

ჩვენ ვითხოვთ:

** ქართული და ინგლისური ენების პროფესიულ დონეზე ცოდნას (სავალდებულო)
** კომუნიკაბელურობას (ადამიანებთან ურთიერთობის შესაბამის უნარებს)
** ოპტიმისტურ განწყობას, კლიენტების საჭიროებების გაცნობიერებას
** კლიენტებისათვის მათთვის ხელსაყრელი ვარიანტების შეთავაზებას
** დაკისრებული ვალდებულებების პროფესიულ დონეზე შესრულებას
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარს
** კეთილსინდისიერებას, კოლეგიალობასა და სანდოობას
** MS Office-ის ცოდნას.

თუ დაგაინტერესათ წინამდებარე განცხადებამ და მზად ხართ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: Roomdevelopment.llc@gmail.com, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე