Робота для біженців з України
საოპერაციო მენეჯერი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: ალპინა გუდაური
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
"Hotel Alpina" გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე აშენებული სასტუმროა, რომელიც 2022 წლიდან განახლებული დიზაინით მასპინძლობს სტუმრებს.

60-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს ზამთრის სეზონის განმავლობაში და მასში განთავსებულია რესტორანი, ტერასა და ლაუნჯ ბარი. ასევე, სასტუმროში ხელმისაწვდომია გასართობი ზონა ბილიარდის მაგიდებით. სასტუმროს მიმდებარედ დამონტაჟებული ბიგელის ტიპის საბაგირო კი სრიალის მოყვარულ დამსვენებლებს საშუალებას აძლევს, სასტუმროდან პირდაპირ სათხილამურო კურორტის მთავარ ფერდობს დაუკავშირდნენ.

"Hotel Alpina" აცხადებს საოპერაციო მენეჯერის ვაკანსიას.

დაქვემდებარება: კომპანიის დამფუძნებლებთან
სამუშაო ადგილი: გუდაური (კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია განთავსება)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა, სამუშაო პროცესების უხარვეზოდ მიმდინარეობის უზრუნველყოფა
** თითოეული დეპარტამენტის სამუშაო პროცესების მონიტორინგი, თანამშრომელთა ზედამხედველობა, მათი შედეგების შეფასება და უკუკავშირის გაზიარება. სისტემატური შეხვედრების ორგანიზება, საჭიროებისამებრ
** სასტუმროს რეპუტაციული, ფინანსური და სტუმართა ზოგადი კმაყოფილების მაჩვენებლების გაუმჯობესების უზრუნველყოფა; დადგენილი KPI-ების მიღწევა/გაუმჯობესება; სტუმართა უკუკავშირისა და ონლაინ შეფასებების მაღალი მაჩვენებლის მიღწევა/შენარჩუნება/გაუმჯობესება, თანამშრომელთა ჩართულობისა და მათი შენარჩუნების მაღალი მაჩვენებლის მიღწევა/შენარჩუნება/გაუმჯობესება; სოციალური საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაძლიერება და სათანადო ინიციატივების/პროექტების დასახვა
** საოპერაციო KPI-ების მიღწევა/გაუმჯობესება, მათ შორის და არამარტო: სასტუმროს დატვირთულობის მაჩვენებელი, საშუალო დღიური ფასი და შემოსავლის სხვა მაჩვენებლები (ADR, RevPar, Extra Charge per Guest და სხვა)
** სასტუმროს შემოსავლისა და ფინანსური მოგების ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო პროცესების მართვა, შესაბამისი რეპორტების მომზადება და მმართველ გუნდთან წარდგენა
** საოპერაციო ეფექტიანობის მუდმივი მონიტორინგი სახელფასო, F&B, კომუნალური თუ სხვა ტიპის ხარჯების გათვალისწინებით
** ახალი თანამშრომლების დასაქმების პროცესში ჩართულობა, შერჩევისა და ონბორდინგის ეტაპებზე
** ობიექტის მუდმივი ზედამხედველობა/ინსპექტირება და სათანადო ანგარიშების მომზადება/გაზიარება ** კომპანიის მმართველ გუნდთან; თითოეული დეპარტამენტის სისტემატური აღწერებისა და ინვენტარიზაციის პროცესის ზედამხედველობა და პროცესში მონაწილეობა
** თანამშრომელთა საცხოვრებელი სივრცეების ზედამხედველობა/ინსპექტირება, საჭიროებების კვლევა და სათანადო ანგარიშების მომზადება/გაზიარება კომპანიის მმართველ გუნდსა და მფლობელებთან

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: HR@mphospitality.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Marco Polo Group Hospitality-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე