დასახელება:
მძღოლი/კურიერი
|
მომწოდებელი:
ფუდსერვისი
|
გამოქვეყნდა: 30 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი", წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი/კურიერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #2;
სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00სთ-17:00სთ, პარასკევი 09:00სთ-14:00სთ;
ძირითადი მოვალეობები:
** თანამშრომლების და სტუმრების უსაფრთხოდ გადაყვანა;
** სავაჭრო ობიექტების შემოვლა და სათაო ოფისისთვის განკუთვნილი კორესპონდენციების და დოკუმენტაციების შეგროვება;
** სავაჭრო ობიექტებიდან წამოღებული დოკუმენტაციის სათაო ოფისის შესაბამის დეპარტამენტებში გადანაწილება;
** სათაო ოფისიდან სავაჭრო ობიექტებისთვის მისაწოდებელი დოკუმენტაციის წამოღება და შესაბამის სავაჭრო ობიექტზე მიტანა;
** სათაო იფისიდან მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის საჭირო ორგანიზაციაში მიტანა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** კანდიდატს უნდა ჰყავდეს საკუთარი ეკონომიური ტიპის ავტომობილი;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქალაქის უბნებისა და ქუჩების ცოდნა;
უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მერჩენდაიზერი - ბათუმი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
"თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "ფუდსერვისის" (ს/კ 406254146) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე office@gfs.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40.
კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."
|
|
|
|