Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომლის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომლის დამხმარე
მომწოდებელი: დეტექტი
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "DETECT" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის დამხმარის პოზიციაზე.

შპს "დეტექტი" მაღალკვალიფიციურ სამონტაჟო ჯგუფებსა და გამოცდილ პერსონალს აერთიანებს. კომპანია მუდმივად მიისწრაფვის ინოვაციებისა და განვითარებისაკენ. ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო სივრცეს და ინდივიდუალურ გარემოს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ე. ხარაძის 10
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: 800ლ მომატების პერსპექტივით

პასუხისმგებლობები:

** პროდუქციის მიღება-გაცემა
** საწყობში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი
** საბუთების გამზადება
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

გამოცდილება

** სასაწყობო ოპერაციებში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში გამოცდილება
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარები/კომპეტენციები:

** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** მოწესრიგებულობა

ბენეფიტები:

** ფიტპასი;
** დაზღვევა.

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:

** CV-ის განხილვა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@detect.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის თანამშრომლის დამხმარე".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე