დასახელება:
მარკეტინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
კარტერსი
|
გამოქვეყნდა: 30 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
ბიბლუსი ჯგუფის შვილობილი კომპანია "კარტერსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობა და იმპლემენტაცია (მათ შორის ონლაინ მარკეტინგული აქტივობები);
** მარკეტინგული მასალების მომზადებაში მონაწილეობა, მათი კონტროლი და მართვა, ქსელთან კომუნიკაცია;
** პარტნიორ ორგანიზაციებთან და სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია, შემდგომი აქტივობების დაგეგმვის მიზნით;
** არსებული და ახალი პროექტების მარკეტინგული კომუნიკაციის განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება და მონიტორინგი;
** მომხმარებლის ქცევის და კონკურენტების/ბაზრის ანალიზი, ასევე სხვადასხვა კვლევის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა და რეპორტინგი;
** შესრულებული და დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების/ სამუშაოების შესახებ რეპორტების მომზადება; ეფექტურობის შეფასება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** აუცილებელია მარკეტინგის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office);
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30;
ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მარკეტინგის სპეციალისტი - კარტერსი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
|
|
|
|