Робота для біженців з України
ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: EBIT Group
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
ჰოლდინგური კომპანია "ებიტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

"ებიტ ჯგუფი" არის ლიდერი საკონსულტაციო ჯგუფი ფინანსების მართვის მიმართულებით (http://www.ebit.ge).

ჩვენ უზრუნველვყოფთ კომპანიების მომგებიანობის ზრდას, კომპანიების ფინანსურ სტაბილურობას, ვქმნით კომპანიის საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მოდელებს და ვნერგავთ კონტროლისა და მართვის საერთაშორისო მეთოდებს.

ვემუშავებით 10-ზე მეტ ბიზნესს სექტორს და ვუზიარებთ ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას.
ჩვენი მთავარი მისიაა ბიზნეს-კომპანიების ფინანსური სტაბილურობისა და მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლების უზრუნველყოფა მდგრადი განვითარებისთვის.

ჩვენ შევქმენით ფინანსების მართვის მაღალკვალიფიციური სტანდარტი.

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ თანამშრომლების სწავლებასა და განვითარებაზე, რათა მაქსიმალურად სწრაფად მიაღწიონ იმ ნიშნულს, რასაც ჰქვია "ექსპერტი ფინანსურ საკითხებში" .

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური სტრატეგიის, გეგმებისა და ბიუჯეტის განვითარებასა და შესრულების მონიტორინგში ჩართულობა
** ხარჯების ოპტიმიზაციის ახალი შესაძლებლობების გამოვლენა/ბიზნეს მოდელის ხარჯთეფექტური ოპერაციების უზრუნველყოფა
** ფინანსური მონაცემების ანალიზი: ტენდენციების განსაზღვრა და გაუმჯობესების რეკომენდაციების გაკეთება
** ფინანსური გადაწყვეტილებების მხარდამჭერი მოდელების შექმნა
** ბიუჯეტირების პროცესის ორგანიზება და მართვა
** ფინანსური უწყისების წარმოება
** პროექტების ფინანსური შესრულების შეფასება
** სამომავლო პროექტების მომგებიანობის და ეფექტურობის ანალიზი
** ფინანსური პროგნოზირება
** პოტენციური ფინანსური რისკების შემცირება
** ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მათ მინიმიზაციაზე მუშაობა
** ფინანსური აღრიცხვა IFRS შესაბამისად
** ფინანსური რეპორტების მომზადება, მათი ავტომატიზაცია და სტანდარტიზაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** ფინანსური მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2 წლის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს-ადმინისტრირების ან ზუსტ მეცნიერებათა მიმართულებით
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია საკვალიფიკაციო სერტიფიცირება (ACCA ან სხვა)
** ინგლისური ენის ცოდნა ბაზისურ დონეზე

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: საოფისე
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10 სთ-19 საათამდე; 1 სთ შესვენება

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: career@ebit.ge

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 13 თებერვალი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე