Робота для біженців з України
HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: მაღაზიათა საერთაშორისო ქსელი კოტონი
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
მაღაზიათა ქსელი "KOTON" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ადმინისტრაციული პროცესების და GHR სისტემის მართვა.
** თანამშრომელთა შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა, რეკრუტინგი.
** თანამშრომელთა მართვის პროცესების ოპტიმიზაცია და მხარდაჭერა.
** კომპანიაში მიმდინარე ადმინისტრაციული პროცესების სრული მართვა (ხელშეკრულებები, შინაგანაწესი, ბრძანებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება).
** თანამშრომელთა პირადი საქმეების მართვა, ასევე მათი ნამუშევარი დროის ყოველთვიური აღრიცხვა.
** ბიუჯეტის და პერსონალის რესურსების დაგეგმვა და კონტროლი.
** ფეიროლი: ხელფასების და ბონუსების დაანგარიშება და კონტროლი.
** სტრუქტურული ერთეულის ჭრილში სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება. (საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება სასურველია).
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (სავალდებულოა).

პიროვნული უნარები

** ორგანიზებულობის და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;.
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
** კომფორტულ სამუშაო გარემოს.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მითითებულ მისამართზე: vacancy.KOTON@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "HR მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე
TOP.GE