Робота для біженців з України
გამყიდველ-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გამყიდველ-კონსულტანტი
მომწოდებელი: ზოოსითი
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
ზოომაღაზიათა ქსელი "ზოოსითი" აცხადებს ვაკანსიას გამყიდველ-კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის საჭიროებისა და ინტერესების მიხედვით შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, პროდუქციის შეთავაზება, აგრეთვე მაღაზიაში არსებული პროდუქციის შესახებ სიახლეების გაცნობა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის განლაგების და ასორტიმენტის კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით (ვადების შემოწმება, გაყიდული პროდუქციის შემდგომ თაროების შევსება/მოწესრიგება);
** მაღაზიაში წესრიგის, სისუფთავის და კეთილგანწყობილი გარემოს უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (ელემენტარულ დონე);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ვეტერინარული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება (სასურველია);

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ქ.რუსთავი, წყნეთი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება;
ანაზღაურება: 950 ლარი + ბონუსი;
სამუშაო საათები: 10:00 - 20:00;
სამუშაო დღეების რაოდენობა: 6 დღე;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე nini.bebia@zoocity.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე