დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
GLMM
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
ლოგისტიკური კომპანია GLMM აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საქონლის აგროვების პროცესის კონტროლი, სათანადო დოკუმენტაციის სიზუსტე
** საწყობის ნაშთების კონტროლი;
** საწყობში მიღებული და გასული პროდუქციის აღრიცხვა, სათანადო დოკუმენტაციის სიზუსტე.
** დაბრუნებების კონტროლი
** სასაწყობე სისტემების მონიტორინგი და უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება (თვიური/კვარტლური)
** შეკვეთების დროულად მიღება/მიწოდების უზრუნველყოფის კონტროლი.
** დაქვემდებარებული თანამშრომლებთან და ლოგისტიკის დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაცია.
** სასაწყობო ინვენტარის მეთვალყურეობა და მოვლა.
** საწყობის ტენიანობა/ტემპერატურის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულოა:
** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინ. 2 წელი.
** საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** პროგრამა "FMG - დისტრიბუცია" კარგი ცოდნა.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:00 სთ - 17 სთ;
** სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი
** ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარიდან (კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე შეთანხმებით)
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: vacancy.glmm@gmail.com გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|