დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
JSC MBGeorgia
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
კომპანიის შესახებ:
"JSC MBGeorgia" წარმოადგენს გლობალური ჯგუფის, MBev Holding AG (ემბევ ჰოლდინგ აგ)-ს ჯგუფის წევრ კომპანიას და ამავდროულად საქართველოში ფლობს 2 ღვინის კომპანიას, სს შატო მუხრანსა და შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიას. "JSC MBGeorgia"-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუცია საქართველოში.
"JSC MBGeorgia" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ხელშეკრულების ვადა: 6 თვე
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური, გაყიდვების შედარება პროგრამაში ასახულ რეალიზაციებთან, უსასყიდლოდ გაცემული საქონლის აღრიცხვა და შესაბამის ხარჯების ანგარიშებზე ასახვა. ყოველთვიურად გაყიდვების რეპორტის მომზადება.
** სასაქონლოს-მატერიალური მარგებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობს მიღება, ინვენტარიზაციის აქტის გამზადება, დანაკლის მარაგის ჩამოწერა.
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ბანკის და სალაროს კონსოლიდაცია და საჭიროების მიხედვით კორექტირება.
მყიდველების გადახდების დამეჩინგება.
** სარეალიზაციო საქონლის მომწოდებლებზე ვალდებულების ასახვა. წარმოქმნილი ვალდებულების შედარება შემოსავლების სამსახურის პორტალზე გამოწერილ ზედნადებებთან.
** საბუღალტრო გატარებების შესრულება (ხარჯების, სხვ შემოსავლების დარიცხვა).
** რიგ შემთხვევებში აუდიტორებისთვის ინფორმაციის დამუშავება და მიწოდება.
** ბუღალტრული ჩანაწერების სიზუსტის შემოწმება, შესაძლო უზუსტობების იდენტიფიკაცია. საჭიროების შემთხვევაში მაკორექტირებელი ბუღალტრული გატარებების შესრულება.
** გადასახადების დარიცხვა.
** სამუშაო კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის დავალებები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსური მართვის ან ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება წარმოების სფეროში შესაბამისი პროფილით
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა
** მმართველობითი აღრიცხვის პრაქტიკული გამოცდილება
** საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლიანი ცოდნა
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა. Excel-ში ფინანსური ანგარიშების აწყობის და ანალიტიკური ცხრილების მომზადების უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართ (ებ)ზე: recruitment@mgeorgia.ge არაუგვიანეს 2025 წლის 20 თებერვლისა. გთხოვთ საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
წარმატებას გისურვებთ!
"MBGeorgia" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენი კომპანიის სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, ან წაშალა, მითითებულ მეილზე წერილობითი მიმართვის გზით.
|
|
|
|