Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 11 თებერვალი
"ბბ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** კომპანიის ოპერაციების აღრიცხვა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში;
** შემოსავლებისა და ხარჯების საანგარიშო პერიოდების მიხედვით განაწილება;
** ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების ბუღალტრული აღრიცხვა;
** კომპანიების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ოპერაციების (სხვადასხვა ანაზღაურებების, საექსპლუატაციო, სამეურნეო, საკანცელარიო და სხვა ხარჯების) ბუღალტრული აღრიცხვა;
** მომწოდებლებთან და სხვა კონტრაგენტებთან ანგარიშსწორება, ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების სისწორის შემოწმება და შენახვა;
** კომპანიის თანამშრომელთა ანაზღაურებასთან და სხვადასხვა მომსახურების გაცემებთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება და ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხვა;
** განყოფილების სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება, დახარისხება, დაარქივება და შენახვა;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
** გადასახადების აღრიცხვა და მისი რეგულირება კანონით დადგენილი მოთხოვნების მიხედვით;
** შიდა კონტროლის სისტემის მუშაობის პროცესში მონაწილეობა;
** საგადასახადო კანონმდებლობისა და მეთოდოლოგიური სიახლეების რეგულარული გაცნობა;
** ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; (სასურველია საფინანსო სფეროში)
** აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** Microsoft Office - ის პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 11 თებერვლის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge. სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე