დასახელება:
გრაფიკული დიზაინერი
|
მომწოდებელი:
უნისონი
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართული სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.
ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. გამრეკელის 19
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბრენდის/კომპანიის B2B და B2C მიმართულებით შესაბამისი საკომუნიკაციო ვიზუალური კონცეფციის/სტილისტიკის შემუშავება;
** სარეკლამო კამპანიებისთვის და მარკეტინგული პროექტებისთვის შესაბამისი ვიზუალური კონტენტის მომზადება და ვიზუალური მასალების შექმნა;
** სოციალური ქსელებისა და სხვა ციფრული პლატფორმებისთვის შესაბამისი ვიზუალური კონტენტისა და ვიზუალური მასალების შექმნა;
** ბრენდირებული მასალების, პოლიგრაფიული და ციფრული მასალების (ფლაერი, ბუკლეტი, ბანერი და ა.შ.) დიზაინის შექმნა და დამუშავება შესაბამის ფორმატში;
** ბრენდირებული მასალების, პოლიგრაფიული და ციფრული მასალების (ფლაერი, ბუკლეტი, ბანერი და ა.შ.) დიზაინის შექმნა და დამუშავება შესაბამის ფორმატში.
** დიჯითალ სივრცეში კონკურენტების ვიზუალური სტილისტიკის შესწავლა/მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
** კომპანიის სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიების, აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** გრაფიკული პროგრამების (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe InDesign, Figma) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ტრენდების ცოდნა და ახალი იდეების გენერირებაში პროფესიული ტექნოლოგიების გამოყენება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრეატიულობა, პროდუქტიულობა და ხარისხზე ორიენტირება;
** გუნდურობა
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) მეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გრაფიკული დიზაინერი".
"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
|
|
|
|