Робота для біженців з України
იურისტი/საკრედიტო ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი/საკრედიტო ადმინისტრატორი
მომწოდებელი: მისო ექსპრეს კაპიტალ +
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
"მისო ექსპრეს კაპიტალ +" აცხადებს ვაკანსიას იურისტის/საკრედიტო ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერა:

შენ, როგორც საკრედიტო ადმინისტრატორი, უზრუნველყოფ:

** საკრედიტო დოკუმენტაციის ვიზირებას და შემოწმებას;
** საკრედიტო და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას, კანონმდებლობასთან და მისოს სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფით;
** სესხების გადაფარვის პროცედურების განხორციელებას;
** საკრედიტო დოკუმენტაციის გაფორმებისა და შენახვის დადგენილი მოთხოვნების დაცვას;
** კლიენტთან თავაზიან, კეთილგანწყობილ და თბილ დამოკიდებულებას;
** ხელშეკრულებების ნოტარიულად გაფორმების უზრუნველყოფა;
** AML რეგულაციების დაცვა სესხების გაცემისას;
** სხვა იურიდიული საქმეების შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** საუკეთესო სამუშაო გარემოს, საუკეთესო გუნდთან და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად;
** სამუშაოს დაწყებამდე, გთავაზობთ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პროფესიული უნარების და პროდუქტების ცოდნის მიღებაში;
** მინიმუმ 6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობისას, გექნება პოზიციურად დაწინაურების შესაძლებლობა;

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

** გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა და დახმარების გაწევა;
** ხარ განვითარებაზე ორიენტირებული;
** სასურველია უმაღლესი იურიდიული განათლება;
** გინდა განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 11 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაში.

შრომითი ანაზღაურება - შეთანხმებით (გამოცდილების მიხედვით, მინიმალური 600 გამოუცდელი კადრისთვის, გამოცდილისათვის 1200 ლარამდე)

გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV შემდეგ საფოსტო მისამართზე: mirandakatamadze@gmail.com, express.capital.plus@gmail.com,

P.S. განაცხადი არ განიხილება თუ:

** არ იქნება აპლიკანტის ფოტოსურათი;
** განაცხადში არ იქნება მითითებული აპლიკანტისათვის მისაღები მინიმალური ხელფასი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე