Робота для біженців з України
კომერციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული მენეჯერი
მომწოდებელი: ბაუმერი
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
კომპანია "ბაუმერი" ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და დღეისათვის არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს განხორციელებული.

"ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალების იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

"ბაუმერის" გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** კომპანიის საერთო სტრატეგიიდან გამომდინარე, კომერციული მიმართულების მიზნების, სამოქმედო გეგმის შესრულების მენეჯმენტი;
** ბაზრის კვლევისა და შეფასების პროცესების კოორდინირება, ფასების ანალიტიკისა და ოპტიმიზაციის პროცესების მონიტორინგი;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის ღონისძიებათა დაგეგმვა;
** ფასდაკლებების ან ფასთა ცვლილებების შესახებ მუდმივად განახლებული ინფორმაციის ფლობა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო პროცესების მართვა და მონიტორინგი;
** პერიოდული ანგარიშგება კომერციულ დირექტორთან;

პროფესიული უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის მენეჯმენტი;
** პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე