Робота для біженців з України
უმცროსი ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯი-ეფ-თი-სი
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
"GFTC" (Georgian Financial Telecommunication Company) წარმოადგენს კავკასიაში ერთადერთ სრულფასოვან "სვიფტის სერვის ბიუროს", რომელიც 2008 წელს დაარსდა და ხსენებული სტატუსის შესანარჩუნებლად, კომპანია რეგულარულად გადის ფინანსურ თუ ტექნიკურ აუდიტის.

ჩვენი მისიაა - ვიყოთ შეუცვლელი პარტნიორი საფინანსო სექტორისთვის მათზე მორგებული, დახვეწილი და კომფორტული ტექნოლოგიური სერვისებით. GFTC"-ში ვეძებთ უმცროსი ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

მდებარეობა: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის N37ბ.
სამუშაო გრაფიკი: სრული კვირაში 5 დღე, შაბათ-კვირა დასვენება სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი; 10:00 საათი-18:00 საათი (1 საათი შესვენება) ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლარი

ძირითადი ფუნქციები:

** სერვის ბიუროს სერვისების მხარდაჭერის საკითხებზე უკუკავშირი მომხმარებლებთან;
** მომხმარებლებისგან შემოსული მოთხოვნების / ხარვეზების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაცია;
** კომუნიკაცია დეველოპმენტის გუნდთან;
** მომხმარებლებისგან შემოსულ მეილებზე უკუკავშირი და მომხმარებლების მხარდაჭერა;
** სატელეფონო ზარებზე მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მხარდაჭერა;
** სერვის ბიუროს სერვისების ტექნიკური მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება,
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სფეროში, სასურველია მომხმარებლის მხარდაჭერის სფეროში, კლიენტებთან მომსახურების სფეროში, შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რომლებსაც აქვთ გამოცდილება AML-ს მიმართულებით
** MC office -ისა და საპრეზენტაციო პროგრამების უნარ-ჩვევები

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ჩაითვლება პრიორიტეტად);
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გამართული წერისა და მეტყველების უნარი;

შერჩევის ეტაპები:

** I ეტაპი - პირველადი გადარჩევა მიღებული რეზიუმეების მიხედვით;
** II ეტაპი - ინდივიდუალური გასაუბრება
** IV ეტაპი - შერჩევის შეჯამება

თუ დაინტერესდით ამ ვაკანსიით და ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: tebeag@gftc.ge

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს "ჯი-ეფ-თი-სი" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე