დასახელება:
ფარმაკოზედამხედველობის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
GM Pharmaceuticals
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 25 თებერვალი
|
"GM Pharmaceuticals" წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა. "GM Pharmaceuticals"-ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში.
"GM Pharmaceuticals" აცხადებს ვაკანსიას ფარმაკოზედამხედველობის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი N52
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
ძირითადი მოვალეობები:
** პრეპარატების გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და კონსოლიდაცია კომპანიაში მოქმედი ფარმაკოზედამხედველობის და ხარისხის მართვის სისტემების პროცესების მიხედვით;
** მონაწილეობა ფარმაკოზედამხედველობის რუტინული დოკუმენტაციის შედგენის / ბრუნვის / ცვლილების პროცესში, სამიზნე ქვეყნებში პრეპარატების რეგისტრაციის/ხელახალი რეგისტრაციის მიზნით;
** მარეგულირებელი ორგანოებიდან მიღებულ წერილებზე პასუხების მომზადება უშუალო ხელმძღვანელთან თანამშრომლობით;
** მონაწილეობა პრეპარატის მიმართ დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების შეფასებისა და მიღებული გადაწყვეტილებების ამსახველი ფარმაკოზედამხედველობის ანგარიშის მომზადების პროცესში;
** ფარმაკოზედამხედველობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა და სამუშაო წლის ბოლოს არქივირება;
** საჭიროებისამებრ აქტიური მონაწილეობა ხარისხის მართვის სისტემის შემდეგ ძირითად პროცესებში: თვითინსპექცია, აუდიტი, მარეგულირებლის ინსპექცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მედიცინის ან ფარმაციის მიმართულებით;
** მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება;
** ფარმაცევტულ წარმოებასთან დაკავშირებული ფარმაკოზედამხედველობის სტანდარტის და შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტების ცოდნა;
** სხვადასხვა ქვეყანაში სამკურნალო საშუალებების მიმოქცევისა, ფარმაკოზედამხედველობის და მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზების შესახებ ცოდნა;
** ფარმაცევტული წარმოების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** დოკუმენტებთან მუშაობის/მომზადების/მართვის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ლოგიკური, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** წერითი კომუნიკაციის ძლიერი უნარ-ჩვევები;
** პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კოლეგიალურობა და გუნდურობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2025 წლის 25 თებერვლისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ "GM Pharma" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|