დასახელება:
ელექტრო მექანიკოსი/მექანიკოსის ჯგუფის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
სანდომი
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო მექანიკოსის/ მექანიკოსის ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქვ. ფონიჭალა, ცოტნე დადიანის 1 შესახვევი #6
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-შაბათი);
** ანაზღაურება: 2500 ლარიდან, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** წარმოებაში არსებული მანქანა-დანადგარებისა და ელმოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მანქანა-დანადგარების დასუფთავების, ელექტრო მოწყობილობების პროფილაქტიკური კონტროლი და საჭიროებისამებრ შეკეთების უზრუნველყოფა;
** საწარმოს ელმოწყობილობების დათვალიერება/დიაგნოსტიკა და გამართულად მუშაობის მონიტორინგი;
** გაუმართაობების ოპერატიული აღმოფხვრა;
** სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების ნაშთების კონტროლის პროცესის მართვა;
** მექანიკოსების მიერ ახალი ტიპის მოწყობილობების შესწავლის კონტროლი ტექნიკური მომსახურების კუთხით;
** რისკების შეფასება სამუშაოს დაწყებამდე;
** უსაფრთხოების წესების დაცვა და უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკის უზრუნველყოფა ობიექტზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება (ტექნიკური მიმართულებით);
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მექანიკური და ელექტრო მოწყობილობების/სისტემების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** Fitpass და კორპორაციულ დაზღვევას.
გამოცდილების გარეშე CV-ები არ განიხილება.
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელმისამართზე sandomicareer@gmail.com და აუცილებლად საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|