დასახელება:
პოლისების ადმინისტრირების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ევროინს ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოლისების ადმინისტრირების მენეჯერის პოზიციაზე:
Euroins Insurance Group 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და ამჟამად 13 ქვეყანაში ოპერირებს, ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, მაკედონია, უკრაინა, რუსეთი, ბელორუსია, ჩეხეთი და საქართველო.
"ევროინსი" ერთ-ერთი მძლავრი სადაზღვევო კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში. ევროინსში დაზღვეულია და მას ნდობას უცხადებს 2.5 მილიონი მომხმარებელი.
"ევროინსი" დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ცამეტ ქვეყანაში აზღვევს ადამიანებს და ამარტივებს და გასაგებს ხდის დაზღვევას.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
** სამუშაო საათები: 09:30-18:30 საათი
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის N24
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** FitPass ბარათს;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციის დამუშავება;
** პოლისების დროული და სრულყოფილი ასახვა პროგრამულ უზრუნველყოფაში;
** ცვლილებების შესახებ კორესპონდენციის მართვა, დამუშავება და პროგრამულ უზრუნველყოფაში ასახვა;
** სადაზღვევო დოკუმენტაციის კორექტულობისა და სრულყოფილების შემოწმება, აღრიცხვა და შენახვა;
** სხვადასხვა ტიპის ანგარიშგების მომზადება (საჭიროების შემთხვევაში).
ძირითადი მოთხოვნები:
** სრული უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსი;
** სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** სასურველია პოლისების ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
პიროვნული უნარები:
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 28 თებერვლამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@euroins.ge, სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - პოლისების ადმინისტრირების მენეჯერი.
სადაზღვევო კომპანია "ევროინსში"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ევროინსის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|