დასახელება:
მერჩენდაიზერი
|
მომწოდებელი:
OnePrice
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
მაღაზიათა ქსელი "OnePrice" არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოადგენს 20-ზე მეტ ფილიალს საქართველოს მასშტაბით. "OnePrice" მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და დაბალ ფასებს.
ვებგვერდი: https://oneprice.ge/
"OnePrice" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიაში განსალაგებელი პროდუქციის დიზაინისა და პლანოგრამის შედგენა;
** მაღაზიებში პროდუქციის სწორი განთავსება მათი უკეთ წარმოჩენის მიზნით;
** თვალისათვის მიმზიდველი და მარტივად აღსაქმელი განლაგების კონცეფციის შექმნა, რომელიც დაეხმარება მომხმარებელს პროდუქციის უკეთ აღსაქმელად;
** სავაჭრო ობიექტებზე გადაადგილება და პროდუქციის პლანოგრამასთან შესაბამისობის კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისურის ან რუსულის B2 დონეზე ცოდნა;
** ყურადღება, პასუხისმგებლობა, წესიერება;
** ინტენსიური მუშაობის სურვილი
სამუშაო პირობები:
** სტაბილურ კომპანიაში მუშაობა;
** კვირაში 40 საათიანი სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** მოკლე დროში დაწინაურებისა და წინსვლის შესაძლებლობა
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთან აკმაყოფილებთ განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oneprice.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვანფრაიზ რითეილ გრუფ ჯორჯიას" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.
"OnePrice" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|