დასახელება:
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
Legal Aid Georgia
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
იურიდიული კომპანია "Legal Aid Georgia" - "ლიგალ ეიდ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, პეკინის გამზირი 34, საბურთალოს ბიზნეს ცენტრი.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შესვენება 13:00-14:00 სთ.
შრომის ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო.
ძირითადი მოვალეობები:
** გამავალი სატელეფონო ზარების განხორციელება მომხმარებლებთან.
** პოტენციური მომხმარებლის გადამისამართება გაყიდვების მენეჯერთან.
ძირითადი მოთხოვნები:
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი (სავალდებულოა)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: hrlageo@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი გრაფიკი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|