დასახელება:
ინჟინერ-დამპროექტებლის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
საპროექტო ორგანიზაცია
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
საპროექტო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების, საავტომობილო გზების, ხიდების, საყრდენი კედლების, ნაპირსამაგრების, სადრენაჟე და სანიაღვრე არხების, საკანალიზაციო ქსელების და სხვა ხაზოვანი ნაგებობების პროექტირებას აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-დამპროექტებლის თანაშემწის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა - ქ. ქუთაისი.
სამუშაო საათები - სრული.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მშენებლობის ან არქიტექტურის განხრით ან მოქმედი სტუდენტი.
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები Microsoft Word, Excel. სასურველია Autocad.
ძირითადი მოვალეობები:
** დასაპროექტებელი ობიექტების დათვალიერება პროექტის მთავარ ინჟინერთან, ინჟინერ დამპროექტებელთან ერთად და აზომვებში მონაწილეობის მიღება.
** ინჟინერ დამპროექტებლის მითითებით საპროექტო მუშა ნახაზებისთვის საჭირო პროგრამების შესწავლა და მომზადება.
** პროექტის შესრულების განმავლობაში ინჟინერ დამპროექტებლის და პროექტის მთავარი ინჟინრის დახმარება და პროექტთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
** დასაპროექტებელ ობიექტებთან დაკავშირებით სხვა დავალებების შესრულება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტის საშუალებით kutaisi.project@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|