Робота для біженців з України
ტენდერი მუშების და მძღოლების გამოსაცვლელი ოთახის მოწყობაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი მუშების და მძღოლების გამოსაცვლელი ოთახის მოწყობაზე
მომწოდებელი: ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
თანდართული ფაილი: 610795_Application_Form_6628042.zip
ს.ს. "ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი" აცხადებს ტენდერს:

ნომრით #EF-GE/746
დანიშნულება: მუშების და მძღოლების გამოსაცვლელი ოთახის მოწყობა. კონტეინერის ან რაიმე ალტერნატიული შენობის აწყობა/მშენებლობა და შიდა მოწყობა, რაოდენობა 2.

დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა წარადგინონ:

** შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

ტენდერის პირობები:

** მომწოდებელი ვალდებულია, მოვიდეს სს"ლომისის" ტერიტორიაზე, (სოფელი ნატახტარი). მოახდინოს აზომვითი სამუშაოები. შემსყიდველთან გაიაროს დეტალური აღწერილობა, ნახაზი, მასალები, შესრულების გრაფიკი და ა.შ.
** სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. კომპანიის შერჩევა და გამარჯვებულად გამოვლენა მოხდება წარმოდგენილი ფასის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
** ფასი მოწოდებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
** მონაწილეების მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
** სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და ანგარიშსწორების ვალუტას ასევე წარმოადგენს ლარი.
** სს "ლომისი" უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
** ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული მომსახურების მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"

შემოთავაზების მიღება იწყება 03.02.2024 - 09:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 10.02.2024 - 18:00.

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

სალომე ძმანაშვილი
ელ. ფოსტა: salome.dzmanashvili@ge.anadoluefes.com
tenders@ge.anadoluefes.com
შესყიდვების დეპარტამენტი

ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე