დასახელება:
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ემ ბი სი
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 15 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის 13 ქალაქში 17 ფილიალის სახით.
კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.
ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები:
** კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული გეგმისა და პოლიტიკის შემუშავება;
** კიბერუსაფრთხოების მოვლენებთან დაკავშირებული აღმოჩენითი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა;
** კიბერუსაფრთხოების ნორმების დარღვევისას, რეაგირებისა და აღდგენის გეგმის შემუშავება;
** არსებული პროგრამული უზრუნველყოფის და სისტემების მოწყვლადობისა და რისკების ანალიზი და მონიტორინგი;
** პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების მონიტორინგი;
** ინფორმაციული აქტივების მართვა;
** IT უსაფრთხოების ახალი ნორმების დანერგვა და ტესტირება;
** IT ინციდენტების მართვის პოლიტიკისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების შემუშავება;
** კიბერ უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების პროგრამის შემუშავება და თანამშრომელთა ტრენინგი.
კომპეტენცია და უნარები:
** მართვის სისტემების საერთაშორისო სტანდარტების (მაგ.: ISO 27001, NIST, COBIT და სხვა) ცოდნა;
** სასურველია საფინანსო სექტორის მარეგულირებელი მოთხოვნების ცოდნა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით;
** საინფორმაციო სისტემების/კომპიუტერული მეცნიერების ან მსგავსი დარგის ბაკალავრის ხარისხი;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით;
** ინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების სისტემების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** ქსელის პროტოკოლების ცოდნა;
** კიბერუსაფრთხოების არქიტექტურისა და კომპონენტების ცოდნა.
განაცხადის შემოტანის ბოლო თარიღია 2025 წლის 27 თებერვალი 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://mbc.com.ge/ge/vacancies და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.
გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას სს მიკრობანკი "ემბისის" (ს/კ 404967078), რომ მიიღოს და დაამუშაოს ჩემ მიერ მიწოდებული ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია (ჩემი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია), ასევე მიიღოს და დაამუშაოს ჩემ მიერ მიწოდებული, ჩემს ნასამართლობასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები; მე ვაცნობიერებ, რომ ზემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე, გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის, ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 1 წლის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, ასევე სამომავლოდ, სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად.
მე ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია, მოვითხოვო დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩემს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე სს მიკრობანკი "ემბისისგან", შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე მიმართვით: Vacancy@mbc.com.ge.
ასევე, მაქვს უფლება, მოვითხოვო ინფორმაცია ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლის, მიზნის, მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, მაქვს უფლება, მოვითხოვო მონაცემთა გაცნობა/ასლის მიღება, მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, პროცესის შეზღუდვა, დამუშავების შეწყვეტა და მონაცემების გადატანა. აქვე, მე ვადასტურებ, რომ ის მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებსაც წარვადგენ, არის სწორი და უტყუარი.
ასევე, ინფორმირებული ვარ, რომ ზემოთ აღნიშნული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, შემიძლია, კანონით დადგენილი წესით, მივმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
|
|
|
|