დასახელება:
ლოჯისტიკის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
თიბისი ფეი
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
"თიბისი ფეი" ეძებს ლოჯისტიკის მენეჯერს.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო მოვალეობები:
** საწყობში შემოსული ნაწილების აღრიცხვა კომპანიაში მოქმედი პროცედურის მიხედვით. ნაწილების დალაგება ოპტიმალურად
** რეგიონული საწყობებისთვის მოთხოვნილი ნაწილების გაგზავნა/ რეგიონიდან ნაწილების მიღება და აღრიცხვა კომპანიაში მოქმედი პროცედურის მიხედვით
** საწყობების და ტექნიკოსის ბორტის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება ან ხელმძღვანელის დავალებით ინვენტარიზაციის წარმოება დამოუკიდებლად
** ტერმინალის გადაადგილების ჯგუფებისთვის დავალებების გადანაწილება, შესრულების აღრიცხვა გადაადგილების თანამშრომლის ჭრილში
** ტერმინალის გადაადგილების ჯგუფის მიერ შესრულებული დავალებების პერიოდული კონტროლი ადგილზე მისვლით
** საწყობის მენეჯერის და გადაადგილების ჯგუფის წევრის ფუნქციების შეთავსება საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის დავალებით.
** ლოჯისტიკის განყოფილების შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებს შორის და ტექნიკურ სამსახურთან კოორდინაცია.
** მენეჯმენტის პერიოდული რეპორტინგი საწყობებში არსებული მარაგების მოძრაობის და ნაშთების შესახებ;
** ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვადასხვა დავალებების, დროულად და ხარისხიანად შესრულება
** ნებისმიერ დროს დაკავშირების მიზნით, მობილური ტელეფონის მუდმივად ჩართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა (კომერციული და ფინანსური ოპერაციები, ინფორმაცია შიდა ნორმატიული დოკუმენტების შესახებ, ინფორმაცია კომპანიის გეგმების შესახებ და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რაც პირდაპირ, ან არაპირდაპირ დაკავშირებულია დამსაქმებელთან და მის კლიენტებთან);
ცოდნა:
** განათლება: უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა: MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
გამოცდილება:
** სასურველია ლოჯისტიკის მიმართულებით 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ტერმინალის აგებულების, შემადგენლობის და მისი მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციის და მოლაპარაკების უნარი;
** ცვლილებთან შეგუების უნარი;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო გრაფიკი 10:00-19:00, ორშაბათი-პარასკევი
რეზიუმეს განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გადმოგზავნოთ ელ-ფოსტაზე: vacancy@Tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის მენეჯერი".
გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "თიბისი ფეი" (ს/კ 204559361, რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 7), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, მონაცემთა მითითებული ვადით შენახვა ხორციელდება შპს "თიბისი ფეის" კუთვნილი სათანადო ლიცენზიის ფარგლებში "Microsoft 365"-ის ღრუბლოვან სისტემაში.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე info@tbcpay.ge.
შპს "თიბისი ფეი", როგორც მზარდი ორგანიზაცია ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა.შ.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის, ან ასეთის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 17 18 19; ელ ფოსტა: info@tbcpay.ge ან ანონიმური მხილების გზით: https://tbcpay.ge/anonymous-reporting.
შპს "თიბისი ფეი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
|
|
|
|