Робота для біженців з України
საოპერაციო განყოფილების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო განყოფილების სპეციალისტი
მომწოდებელი: www.imart.ge
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
ინტერნეტ მაღაზია "iMart.ge" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში, სათავო ოფისში.

თუ გსურთ, გახდეთ საქართველოს ბაზარზე ყველაზე დიდი, სანდო და კომფორტული ონლაინ სავაჭრო პლატფორმის - "iMart.ge"-ის გუნდის წევრი, რომელიც 10 წელზე მეტია ქართველი მომხმარებლის პატარ-პატარა ოცნებებს რეალობად აქცევს, გაეცანით ვაკანსიის პირობებს:

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 საათი (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-15:00)
ანაზღაურება: ფიქსირებული, 1400 ლარი (ნეტ თანხა)
ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი წერეთლის N116. ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა"

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** პროფესიული ტრენინგებისა და მასტერკლასების სრულ დაფინანსებას საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან აკადემიებსა და უნივერსიტეტებში;
** ექსკლუზიურ, უპრეცედენტო ფასს ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე წარმოდგენილი პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე;
** საპენსიო შენატანის სრულ დაფარვას;
** წლის მანძილზე დამატებით 3 Day Off-ს;
** პოზიციური და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას.

სამუშაო აღწერილობა:

** ელექტრონული კომერციის პლატფორმა iMart.ge-ზე ან/და შპს "ნანოტეკის" საკუთრებაში არსებული მონაცემთა ბაზებიდან შემოსული შეკვეთების მონიტორინგი;
** განთავსებული შეკვეთების განაწილება საკურიერო ზონების მიხედვით;
** Delivery კურიერების მონიტორინგი. ჩაბარებული შეკვეთების კონტროლი და ჩახურვა;
** საწყობში დაბრუნებული პროდუქციის მითვლა, დახარისხება და შესაბამისი პროგრამული ასახვა;
** საგარანტიო მომსახურების ფარგლებში, მომხმარებლებთან კომუნიკაცია, საგარანტიო საჭიროების მქონე ნივთების ჩაბარება და პროგრამული აღრიცხვა;
** საოპერაციო განყოფილებაში განთავსებული პროდუქციის (კოსმეტიკა) მიღება, მითვლა და სტელაჟებზე განლაგება;
** კოსმეტიკის კატეგორიაში განთავსებული შეკვეთების მომხმარებლებთან გასაგზავნად მომზადება;
** გარკვეული პერიოდულობით ინვენტარიზაციისა და აღწერების პროცესში ჩართულობა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** სასურველია საოპერაციო მიმართულებით ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ, 1-წლიანი გამოცდილება;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** საქმის ვადებში შესრულების უნარი

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის უნარი;
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე: career@imart.ge 2025 წლის 10 თებერვლამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: საოპერაციო განყოფილების სპეციალისტი

"iMart.ge" გისურვებთ წარმატებას!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "ნანოტეკის" მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვაკანსიაში მითითებულ ან სხვა პოზიციაზე.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ რეკვიზიტებზე: career@imart.ge/032 2 100 300
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე