დასახელება:
რეზერვაციების აგენტი
|
მომწოდებელი:
Courtyard by Marriott Batumi
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
სასტუმრო "Courtyard by Marriott Batumi" აცხადებს რეზერვაციების აგენტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** განაკვეთი: სრული განაკვეთი
** დასვენება: კვირაში 2 დღე
ძირითადი მოვალეობები:
** ჯგუფური და ინდივიდუალური ჯავშნების განხორციელება.
** არსებულ კლიენტებთან, მათ შორის კორპორატიულ კლიენტებთან, ტურისტულ სააგენტოებთან და ღონისძიებების დამგეგმავებთან ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება.
** კლიენტებისთვის შესანიშნავი მომსახურების მიწოდება რეზერვაციის პროცესის განმავლობაში, მათი საჭიროებებისა და პრობლემების დროული და პროფესიონალური გადაწყვეტა.
** კომპანიის პოლიტიკასთან, ასევე გაყიდვებთან და სტუმართმოყვარეობასთან დაკავშირებული სამართლებრივი და მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სტუმართ მასპინძლობის ან სხვა ბიზნეს სფეროში.
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა. სხვა ენების ცოდნა სასურველია.
** კომპიუტერული პროგრამებისა და CRM სისტემების მოხმარების უნარები.
** საერთაშორისო ქსელის სასტუმრო (ებ)ში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** ფრონტ ოფისში, რეზერვაციების განყოფილებაში ან გაყიდვების კოორდინატორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ტექნიკური ცოდნა და კომპეტენცია საჭირო სისტემებში და პროგრამებში: OPERA PMS, Outlook, Word, Excel და ა.შ.
საჭირო უნარები:
** დროის მართვის შესანიშნავი უნარები;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** 5 დღიან სამუშაო კვირას, მცოცავი გრაფიკით;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** დასვენებას დაბადების დღეზე;
** გუნდის წევრების "Marriott Bonvoy"-ის სამოგზაურო პროგრამაში ჩართულობას;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ.ფოსტის მისამართზე: vacancy@courtyardbatumi.com და subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|