დასახელება:
რილს ედიტორი
|
მომწოდებელი:
მინდორი
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
"მინდორი" აცხადებს ვაკანსიას რილს ედიტორის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრულად დისტანციური
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიურად 5 რილსის შექმნა (თვეში 150 რილსი) (რაოდენობა>ხარისხი სანამ პოზიციას ვიპოვით, მერე შევაბრუნებთ ხარისხი>რაოდენობა, ანუ შემცირდება რილსების რაოდენობა და გაუმჯობესდება ედითის ხარისხი)
** კონტენტის ატვირთვა და დათაგვა ძირითადად ტიკ ტოკზე
** ტიკ ტოკზე გავარდნილი რილსების ქროსფოსთინგი სხვა პლატფორმებზე
რას ვეძებთ:
** ინტერესი ჯანმრთელობისა და საკვები დანამატების სფეროში
** პასუხისმგებლობის გრძნობა და შეთანხმებული პირობის შესრულება
** ედითინგის საშუალო დონის გამოცდილება მაინც
** უპირატესია თუ სხვა კრეატორებთან უკვე გიმუშავიათ და გესმით ჰუქის და რეტენციის საბაზისო პრინციპები
** ექსპერიმენტების სურვილი მანამ სანამ სამიზნე აუდიტორიისთვის მორგებულ კონტენტ პოზიციას არ ვიპოვით
ანაზღაურება:
** მოჭრილი: 300₾
** ბონუსი 700₾ შემდეგი პირობებით:
** გამომწერების ზრდისთვის
** ნახვების რაოდენობისთვის
** პროგრესულად ზრდადი ანაზღაურება (ჭერის გარეშე) თვიური გეგმის შესრულების შემთხვევაში
** განვიხილავთ შენს ანაზღაურების პირობასაც, თუ სხვა კრეატორებთან უკვე ვალიდირებული უნარი გაქვს ვირუსული კონტენტის სტრატეგიულად შექმნის.
მნიშვნელოვანი შენიშვნა: შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს კონტენტს განაცხადის შემოტანამდე. აუცილებელია, რომ ფასეულობრივი თანაკვეთა იყოს. არ გვინდა დაგვიედითოთ ვიდეო მასალა, რომელსაც შინაარსობრივად არ ეთანხმებით.
FB: Mindor • Dr. Lasha Jakeli
Insta: @mindorhealth
Tik Tok: @dr.lashajakeli
მინდორის მისიაა მეცნიერულად შესწავლილ ბუნებრივ მკურნალობის გზებზე ცნობიერების ამაღლება.
შესაძლებელია თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენს ინგლისურენოვან არხებზეც.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მეილზე: mindori@drlashajakeli.com.
საბჯექთში დაურთეთ რილს ედიტორი.
** თქვენი გამოცდილების მოკლე აღწერა
** პორთფოლიო
|
|
|
|