Робота для біженців з України
მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: რესტორანი ეთნოგრაფი
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
რესტორანი "ეთნოგრაფი"-ის ადგილია, სადაც ტრადიციული ქართული სამზარეულო, ავთენტური გემოები და ჩვენებური სტუმარმასპინძლობა ერთად იყრის თავს თითოეული სტუმრის ღირსეულად გამასპინძლებისთვის.

რესტორანი "ეთნოგრაფი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღმის მასივი
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში

ძირითადი მოვალეობები:

** ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა;
** ობიექტზე წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა;
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პრიორიტეტულია სარესტორნო სფეროში მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია მოლარე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@ethnographer.ge და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მოლარე".

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე