დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ექსტრამითი
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრამითი" თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოა. 2020 წელს კომპანია "ექსტრამითს" დაემატა კიდევ ერთი ახალი მიმართულება - სწრაფი კვების ქსელი "ექსტრამითის პავილიონი".
"ექსტრამითი"აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სოციალური მედია სტრატეგიისა და კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი.
** ყველა სოციალური მედია არხის (facebook, Instagram)განვითარება და მართვა.
** ბრენდის პრობლემურ საკითხების იდენტიფიცირება, ქივორდებზე დაკვირვება.
** ქონთენთის შემუშავება, სარეკლამო გეგმის გაწერა, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა.
** პოსტების მოსამზადებლად მუშაობა დიზაინერთან ერთად .
** მომხმარებელთან სწრაფი და ადეკვატური კომუნიკაცია -კომენტარებსა და პირად შეტყობინებებზე პასუხი გაცემა.
** საიტზე ინფორმაციის განახლება, სარეკლამო ბანერების ან შეთავაზების განთავსება.
** ყოველკვირეული რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, ძირითადი ინსტრუმენტების ცოდნა.
** Facebook Ads, Business Manager -ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** ქოფირაითის ძირითადი პრინციპების ცოდნა.
** სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა.
უპირატესად ჩაითვლება: Google Ads, Google Analytics, E-mail Marketing, Photoshop, Illustrator, Premiere Pro-ის ცოდნა.
სასურველია იყო:
** დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული.
** კრეატიული.
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარით.
ადგილმდებარეობა: ქუთაისი.
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი), განიხილება არასრული სამუშაო გრაფიკიც. პოზიცია არ ითვალისწინებს დისტანციურ სამუშაო რეჟიმს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე:
t.turabelidze@extrameat.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სოციალური მედია მენეჯერი".
|
|
|
|