Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 25 მარტი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

შესასრულებელი სამუშაო:

** კომპანიის ყოველდღიური საოფისე პროცესების ორგანიზება და მართვა.
** კლიენტებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია.
** კომპანიის იურისტებთან და ბუღალტრებთან ურთიერთობა, საჭირო დოკუმენტაციის გადაცემა.
** მოლაპარაკებებში და საქმიან შეხვედრებში მონაწილეობა.
** კომპანიის მიმდინარე საკითხებზე ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველი სფეროები: ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი).
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან დაკავშირებულ სფეროში (განიხილება ასევე სტაჟირების მქონე კანდიდატები).
** ქართული და რუსული ენების (სალაპარაკო და წერილობითი) სრულყოფილად ფლობა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** საოფისე პროგრამების (Word, Excel და ა.შ.) ცოდნა.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00 საათამდე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 595897070 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე რუსულ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტაზე: lugelaltd@gmail.com

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25.03.2025 წ.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე