Робота для біженців з України
ვიზუალური მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიზუალური მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: დრესარიუმი
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
"Dressarium/დრესარიუმი" წარმოადგენს მულტიბრენდულ კომპანიას, რომელიც 2018 წლიდან ვითარდება და მომხმარებლებს სთავაზობს პრემიალური ხარისხის ბრენდების კოლექციას, როგორიც არის: Karl Lagerfeld, Marc O`Polo, Hackett, Lion of Porches, Pepe Jeans, Mayoral, Original Marines, Lascana, Lancaster. აღნიშნული ბრენდები წარმოდგენილია გალერია თბილისის, ისთ ფოინთის, საბურთალო სითის და ზუგდიდის სავაჭრო მოლებში.

კომპანიის და ბრენდების უკეთ გასაცნობად ეწვიეთ ბმულს - https://www.dressarium.ge/

"Dressarium/დრესარიუმი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდული მაღაზიების ვიზუალური მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: გალერია თბილისი/სითი მოლი
გრაფიკი: 10:00-19:00/13:00-22:00 (1 სთ შესვენება) კვირაში 2 დღე დასვენება.
ანაზღაურება: 2000 NET

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს ვისაც აქვთ ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება და იციან ინგლისური სასაუბრო დონეზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში პროდუქციის განლაგება სტანდარტის მიხედვით;
** სავაჭრო სივრცის სწორად დაგეგმარება, მანეკენების სტაილინგის ცოდნა;
** ვიტრინების გაფორმება, ფერების კომპოზიციის შედგენა;
** სარეკლამო მასალების განთავსება სტანდარტის მიხედვით;
** რეპორტის მომზადება;
** კონსულტანტების დატრეინინგება ბრენდის სტანდარტების შესახებ;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** თანამედროვე ბრენდების და მოდის ტენდენციების ცოდნა, გემოვნება და სტილის გრძნობა;
** ინგლისურის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გამოცდილება მერჩენდაიზინგის მიმართულებით მინიმუმ 1 წელი

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** პრეზენტაბელურობა
** პოზიტიური და ენერგიული
** დროის მენეჯმენტი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** პრობლემის იდენტიფიკაციის და მისი მოკლე ვადაში გადაჭრის უნარი;

თუ მზად ხართ სწრაფი განვითარებისთვის და გაქვთ სურვილი ითანამშრომლოთ საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებთან, დანერგოთ ახალი სტანდარტები, განავითაროთ ხარისხიანი ბრენდები ქართულ ბაზარზე და შეიძინოთ პროფესიული გამოცდილება, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ბმულზე: http://www.helio-ai.com/apply/wysunscc5pp0ogbe?src=JOBS.GE

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "დრესარიუმმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის და შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე