Робота для біженців з України
სტაჟირების პროგრამა/შერჩევის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირების პროგრამა/შერჩევის სპეციალისტი
მომწოდებელი: Smart Support
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
SMART Support - სტაჟირების პროგრამა შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული

გადადგი პირველი ნაბიჯები შერჩევის მიმართულებით!

თუ გაინტერესებთ ადამიანური რესურსების სფერო და გსურთ ჩაერთოთ რეალურ პროექტებში სხვადასხვა ინდუსტრიაში, SMART Support გთავაზობთ 6-თვიან სტაჟირების პროგრამას შერჩევის სპეციალისტის მიმართულებით (სტაჟირების შემდგომ, დასაქმების პერსპექტივით)

რას მიიღებთ?

უშუალო მონაწილეობას შერჩევის სრულ ციკლში, რაც მოიცავს:

** კანდიდატების მოძიებას სხვადასხვა არხების მეშვეობით;
** მიღებული რეზიუმეების გადარჩევას;
** შერჩევას და პირველადი კომუნიკაციის განხორციელებას;
** გასაუბრების პროცესში მონაწილეობას;
** კანდიდატების ბაზების მართვაში მონაწილეობის მიღება;
** მენტორინგს გამოცდილი სპეციალისტებისგან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

** განვითარების მოტივაცია და ინტერესი ადამიანური რესურსების მიმართულებით;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლიანობა;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/tyRtQErMGVHUpBTh9
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე