დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ულტრა
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
კომპიუტერული კომპანია "ულტრა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპიუტერული კომპანია "ულტრა" 15 წელზე მეტია რაც ადგილობრივ ბაზარზე მოღვაწეობს, ფლობს საცალო გაყიდვების მაღაზიებს, ონლაინ მაღაზიას (http://www.ultra.ge)-ს და სერვის ცენტრს.
კომპანია "ულტრა"-ს კორპორატიული დეპარტამენტი წარმატებით მუშაობს მცირე და დიდი მოცულობის კერძო ორგანიზაციებთან, მონაწილეობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ტენდერებში და პროექტებში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** დარბაზში არსებული ნაშთის კონტროლი და პროდუქციის მოწესრიგება;
** მომსახურების სტანდარტების მიხედვით კლიენტთა მომსახურება და კონსულტირება;
** შერჩეული პროდუქტის ფუნქციების და გაყიდვის შემდგომი მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის პრეზენტაცია/ სააქციო პროდუქციის შეთავაზება.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** საურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული ტექნიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული მეტყველების უნარი.
ძირითადი უნარ-ჩვევები:
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობა;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@ultra.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.