დასახელება:
მოლარე
|
მომწოდებელი:
ნოვა
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (http://www.nova.ge) აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ფულის მოძრაობის კონტროლი, ფულის მიღება, გაცემა და პროგრამულად ასახვა;
** ყალბი ბანკნოტების აღმოჩენა და ხელმძღვანელის ინფორმირება აღნიშნულთან დაკავშირებით;
** კომპეტენციის ფარგლებში, ყოველდღიური სალარო ოპერაციების და დოკუმენტების წარმოება და დადგენილი წესით შენახვა;
** ფულის უსაფრთხოდ შენახვა;
** ყოველდღიურად წარმოებული დოკუმენტაციის და ნავაჭრი ამონაგების (რომელიც რაოდენობრივ თანხვედრაშია პროგრამულ ჩანაწერებთან) ჩაბარება ნაღდი ფულის სახით, მთავარ მოლარესთან;
** მთავარი მოლარის ინფორმირება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება სალაროს გამართულად მუშაობას და ფულის მოძრაობას;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული სამუშაოს შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მოლარის პოზიციაზე;
** Word, Excel-ის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხსიმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი - 5- დღე 6სთ, 1-დღე სრული.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2025 წლის 27 თებერვალი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე vacancy@nova.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "მოლარე ბათუმში".
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.
|
|
|
|