Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
ჩვენი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს, მესაკუთრეებთან გაფორმებული გრძელვადიანი მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად აპარტამენტების/ სასტუმროების სრული მართვა და ფუნქციონირება, კერძოდ: ჯავშნების მიღება, სტუმრებთან კომუნიკაცია, მათი დაბინავება, აპარტამენტის/სასტუმროს მოვლა-პატრონობა და ა.შ.

გაყიდვების მენეჯერის მიერ შესასრულებელი საქმე იქნება ძირითადად დისტანციური, შეგიძლიათ იმუშაოთ სახლიდან ან სხვა თქვენთვის კომფორტული სივრციდან. სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია უზრუნველვყოთ მედიათეკის სამუშაო სივრცე (ნებისმიერ ფილიალში).

ანაზღაურება იქნება ფიქსირებული 700 ლარი და დამატებით ბონუსები შესრულებული სამუშაოს მიხედვით. საშუალოდ თვიური ჯამური ხელფასი 1200-1500 ლარი.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, გრაფიკი მაქსიმალურად თქვენზე მორგებული.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
სტაჟირება: 2 კვირა
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე (ანაზღაურებადი)

მოთხოვნები:

** გაყიდვების პოზიციაზე, სასტუმროში ან უძრავი ქონების გაყიდვა-გაქირავების სფეროში, მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** Booking.com, Airbnb.com და სხვა მსგავს საიტებთან მუშაობის გამოცდილება.
** უპირატესობად ჩაითვლება სოც. მედიის მართვის ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების მოცულობის გასაზრდელად სტრატეგიების და გეგმების შემუშავება და მისი შესრულება.
** ჩვენი კრიტერიუმების შესაბამისი აპარტამენტების/ სასტუმროების მოძიება, მესაკუთრესთან კომუნიკაცია და ჩვენი მომსახურების შეთავაზება;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ ფოსტაზე: twinstower2019@gmail.com და საბჯექტის (სათაურის) ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე