დასახელება:
მთავარი ინჟინერ-პროექტანტი
|
მომწოდებელი:
დეტრა ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
დეტრა ჯგუფის საქმიანობა სრულ საინჟინრო, საპროექტო და საინსტალაციო სპექტრს მოიცავს.
კომპანია ახორციელებს, MEP (წყალმომარაგება-წყალარინება, ხანძარქრობა, გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, ელექტროობა, სუსტი დენები) პროექტირებას, აგრეგატების მიწოდებას, მონტაჟსა და საინჟინრო სისტემების სრული მომსახურებით უზრუნველყოფას.
ვთანამშრომლობთ მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებლებთან, შესაბამისად, ჩვენი პრიორიტეტი მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტისა და სერვისის მიწოდებაა.
"დეტრა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინერ-პროექტანტის პოზიციაზე,
ძირითადი მოვალეობები:
** ტექნიკური დავალების საფუძველზე პროექტების მომზადება მუშა ნახაზების სტადიაზე.
** საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა ტექნიკური დავალების მიხედვით;
** ობიექტებზე გეგმიური ვიზიტი, პროექტ მენეჯერთან მჭიდრო კომუნიკაციის შესაბამისად.
** შესრულებული სამუშაოს კონტროლი პროექტის გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში.
** ტექნიკური დავალების საფუძველზე მომზადებული პროექტების მუშა ნახაზების რევიზია.
** პროექტში დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია პოზიციის ფუნქციებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** AutoCad-სა და სხვა შესაბამისი პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება: 3 წელი
საჭირო უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სამუშაოს სწორად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილის მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის ქ.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@detra.ge
ელ-ფოსტის სათაურის ველში გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
CV-ს დასახელებაში მიუთითეთ აპლიკანტის სახელი და გვარი.
|
|
|
|