Робота для біженців з України
მხაზველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მხაზველი
მომწოდებელი: Glass Work
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 50000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეცტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.

კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას მხაზველის პოზიციაზე.

თუ ხართ დამწყები ამ სფეროში და გსურთ გამოცდილების მიღება, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა)
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ
** ანაზღაურება: ფიქსირებული (შეთანხმებით)
** გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
** საათები: 09:00-18:00

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოწყობილ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ სამუშაოს;
** კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და ტრენინგების დაფინანსებას.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** მოწესრიგებულობა.

მოთხოვნები:

** AutoCAD, ArchiCAD ან/და სხვა მხაზველობითი პროგრამების ცოდნა;
** ამ სფეროში მუშაობისა და განვითარების სურვილი და მოტივაცია;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.

მოვალეობები:

** შემოსული შეკვეთების მიხედვით ტექნიკური ნახაზების შედგენა და პროექტების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია პოზიციის ფუნქციებთან.

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@glasswork.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 574750011. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Glass Work"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "Glass Work"-ის ბაზაში 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე