Робота для біженців з України
გაყიდვების უფროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების უფროსი მენეჯერი
მომწოდებელი: იდეალი
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
"იდეალი" აცხადებს ვაკანსიას კერამიკული ფილების და ხის იატაკის სექციის გაყიდვების უფროსი მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.

ანაზღაურება: შეთანხმებით, კარიერული ზრდის პერსპექტივა, პლიუს ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N 83ა, სავაჭრო ცენტრი "იდეალი".

სამსახურებრივი მოვალეობა: კერამიკული ფილების და ხის იატაკის სექციაში დასაქმებულ თანამშრომელთა ხელმძღვანელობა და გაყიდვების პროცესების მართვა.

სამუშაო პირობები: სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.

აუცილებელი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება, მენეჯერული მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნების, ინფორმაციის სწრაფი ათვისების, გუნდური მუშაობის, თანამშრომელთა მართვის და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

რეზიუმე სავალდებულოა ქართულ ენაზე.

ელ. ფოსტა: salevacancy@ideal.ge

ვებგვერდი: https://www.demasi.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე