დასახელება:
მზარეული
|
მომწოდებელი:
FoodGood
|
გამოქვეყნდა: 25 იანვარი
/ ბოლო ვადა: 25 თებერვალი
|
კაფე-რესტორანი "FoodGood" ჯანსაღი კვების მიმართულების კონცეფციაა, რომელიც უკვე 3 ფილიალს აერთიანებს. კომპანია ყოველდღიურად ვითარდება და გეგმავს ახალ საინტერესო პროექტებს, სადაც ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს.
მეგობრულ და საკმაოდ შეკრულ გუნდში ვეძებთ მზარეულებს, რომლებიც ორიენტირებულები იქნებიან გუნდურად ზრდაზე. გამოცდილება სასურველია, მაგრამ არაპრიორიტეტული. ადგილზე შევასწავლით ყველა კადრს, მთავარია მონდომება და სურვილი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ენერგიული;
** კომუნიკაბელური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის მართვის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამუშაო დღის დაგეგმვა;
** მომარაგების მიბარება და დასაწყობება;
** მიღებული პროდუქციის გასუფთავება, დამუშავება, დაფასოება, დასაწყობება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და სტანდარტების მაღალ დონეზე დაცვა.
ჩვენთან დაგხვდებათ:
** მეგობრული გარემო;
** განვითარების პერსპექტივა;
** პერსონალის კვება;
** 30% ფასდაკლება ჩვენს სრულ მენიუზე;
** ღამის სმენის შემთხვევაში უფასო ტრანსპორტირება;
** ანაზღაურებადი შვებულება;
** საბონუსე სისტემა.
განრიგი და ანაზღაურება:
** 5/2 (5 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
** დღეში 8 საათი
** ანაზღაურება: 1300 ლარი ხელზე ასაღები
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე ჭავჭავაძის 33
გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@foodgood.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მზარეული".
|
|
|
|