დასახელება:
ინტერიერის დიზაინერი
|
მომწოდებელი:
Archenome
|
გამოქვეყნდა: 25 იანვარი
/ ბოლო ვადა: 25 თებერვალი
|
არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის საპროექტო "ARCHENOME" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.
"ARCHENOME" მუშაობს ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა კერძო სახლები, ბინები, ესთეტიკური მედიცინისა და სტომატოლოგიური კლინიკები, ლაბორატორიები, ოფისები, კვების ობიექტები და არა მხოლოდ. თუ გაინტერესებს და შეგიძლია სახელმწიფო სტანდარტებთან მუშაობა და მათ საფუძველზე მაღალკვალიფიციური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, ესე იგი შენ გეძებთ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მოთხოვნილი კვალიფიკაციის (ინტერიერის დიზაინერი, არქიტექტორი) შესაბამისი უმაღლესი განათლება (აუცილებელია);
** ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება 2 წელი [აუცილებელია);
** ქართული ენის ცოდნა (სრულყოფილად);
** ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო).
** ArchiCad;
** 3Ds Max;
** V-Ray/Corona.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საპროექტო ობიექტის შესწავლა;
** აზომვითი ნახაზის მომზადება;
** დამკვეთთან ურთიერთობა და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მაღალი ხარისხის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
** მასალების შერჩევა და საავტორო ზედამხედველობა;
** სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება (ვიზუალიზაცია, მუშა ნახაზები, კვანძები, სპეციფიკაციები).
პიროვნული თვისებები:
** თვითდისციპლინა;
** შემოქმედებითი ხედვა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება;
** სამუშაოების გაანალიზებისა და დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სიახლეებისადმი გახსნილობა და სწრაფი ათვისების/ადაპტაციის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00 შესვენების 1 საათის გათვალისწინებით);
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი 61; ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა";
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი);
ანაზღაურება: 2500 ლარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე და ნამუშევრები (პორტფოლიო) მოგვაწოდეთ ელ. ფოსტაზე: info@archenome.com და info.archenome@gmail.com
გთხოვთ, წერილით / რეზიუმეთი მოგვაწოდოთ ინფორმაცია პიროვნულ თუ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით თქვენი მიმდინარე და წარსული შედეგების შესახებ [პროექტები; კონკურსები; კონფერენციები; ნომინაციები; კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და ა.შ.].
სათაურის ველში მიუთითეთ - ინტერიერის დიზაინერი.
კანდიდატის შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
** ინტერვიუები შერჩეულ კანდიდატებთან;
** გამოსაცდელი დავალება / ტესტირება;
წინადადების მიღების დადასტურება მოხდება ყველა კანდიდატთან წერილობით 1 კვირის ვადაში, უკუკავშირის დაგვიანების შემთხვევაში ტექნიკური ხარვეზის გამოსარიცხად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.
ვაკანსიაზე გამოხმაურებით თანხმობას აცხადებთ მასთან შესაბამისობის გამოვლენის მიზნით დამუშავებულ იქნას თქვენი პერსონალური მონაცემები.
გისურვებთ წარმატებებს!
https://archenome.ge
|
|
|
|