დასახელება:
სტომატოლოგის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
ანნა მეტრეველის სტომატოლოგიური ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 25 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
"მეტრეველის სტომატოლოგიური ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი ორთოდონტი, ანნა მეტრეველის ასისტენტის პოზიციაზე.
თუ გსურს კვალიფიკაცია აიმაღლო თანამედროვე და კომფორტულ გარემოში, სადაც პროფესიონალი და მეგობრული თანამშრომლები დაგხვდებიან, შემოგვიერთდი!
სასურველია კანდიდატი იყოს რეზიდენტი ან ახალდამთავრებული ჰქონდეს რეზიდენტურა.
ძირითადი მოვალეობები:
** სამუშაო სივრცის უზრუნველყოფა ინსტრუმენტებით და მასალებით;
** სტომატოლოგიური ინვენტარის მოწესრიგება;
** სამუშაო პროცესში ექიმისთვის დახმარების გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური და რუსული);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ხუთშაბათი და პარასკევი, 10:00-დან 18:00 საათამდე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 14 თებერვლის ჩათვლით, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტო სურათთან ერთად, მისამართზე: metreveliclinic@gmail.com. აუცილებელია სათაურის ველში მუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ორთოდონტის ასისტენტი).
|
|
|
|