Робота для біженців з України
მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მექანიკოსი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 25 იანვარი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოებაში არსებული მანქანა-დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მანქანა დანადგარების შემოწმება შესაბამისი ინსტრუქციის შესაბამისად და შეკეთების ან მექანიკური ნაწილის ჩანაცვლების საჭიროების აღმოჩენა;
** მანქანა დანადგარების გეგმური ტექნიკური მომსახურება;
** მანქანა-დანადგარების დასუფთავება, პროფილაქტიკური კონტროლი და საჭიროებისამებრ შეკეთება;
** სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების ნაშთების კონტროლის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ახალი ტიპის მოწყობილობების შესწავლა ტექნიკური მომსახურების კუთხით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ტექნიკური მიმართულებით);
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანი;
** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება - შეთანხმებით;
** სამუშაო გრაფიკი - 3 დღეში ერთხელ, 24 საათი;
** კვება + დაზღვევა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2025 წლის 24 თებერვალი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ "მექანიკოსი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, აღნიშნული ინფორმაცია მუშავდება და 3 წლის ვადით ინახება, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე