დასახელება:
მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ტერაბანკი
|
გამოქვეყნდა: 25 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
"ტერა ლიზინგში" ვეძებთ მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერს.
"ტერა ლიზინგი" ბაზარზე გამოჩნდა 2023 წელს და ამ დროისათვის 35 მლნ. ლარის ოდენობის პორტფელს ფლობს. მას უძღვებიან ლიზინგის სფეროში გამოცდილი ლიდერები, რომლებმაც საწყის ეტაპზე დააფუძნეს ფინტექ სტარტაპი bizon.ge, შემდეგ კი "ტერაბანკთან" პარტნიორობით ჩამოაყალიბეს "ტერა ლიზინგი". კომპანია ფინანსურ და საოპერაციო ლიზინგს სთავაზობს საშუალო და მსხვილ კომპანიებს ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა მშენებლობა, მედიცინა, წარმოება, პრინტინგი და სხვა. ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების დაფინანსების და მუდმივი მხარდაჭერის გზით ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩვენი მომხმარებლების მუდმივ განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას.
ჩვენ ვეძებთ შემოქმედებით, პროაქტიულ ადამიანს, რომელიც შეუერთდება გუნდს მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე. როგორც პირველ თანამშრომელს ამ მიმართულებით, შენ გექნება შესაძლებლობა, მიიღო აქტიური მონაწილეობა კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბებაში და მოახდინო პირდაპირი გავლენა ბრენდის საკომუნიკაციო არხებზე. პოზიცია დაექვემდებარება საოპერაციო დირექტორს და მეტწილად დამოუკიდებლად იმუშავებს კომპანიის საკომუნიკაციო გეგმის და კამპანიების განხორციელებაზე.
პოზიციის მოვალეობა იქნება:
** საკომუნიკაციო გეგმის შედგენა და განხორციელება;
** კონტენტის შექმნაზე ზრუნვა (გრაფიკულ დიზაინერთან, ვიდეოგრაფთან, სტამბებთან და სხვა მხარეებთან კომუნიკაცია);
** ორგანიზაციის ვებ-გვერდის და სოციალური ქსელის (Facebook, Linkedin) მართვა (კონტენტის განთავსება, მომხმარებლებთან კომუნიკაცია);
** რეკლამირება ციფრულ არხებში;
** ღონისძიებების ორგანიზება ან თანაორგანიზება.
განათლება და გამოცდილება:
** განათლება მარკეტინგის, კომუნიკაციების ან სხვა დაკავშირებულ სფეროში;
** მუშაობის გამოცდილება მარკეტინგის/კომუნიკაციების სფეროში (B2B ან კორპორაციულ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
საჭირო უნარები და კომპეტენციები:
** სოციალური ქსელების მართვის ცოდნა;
** ციფრული რეკლამირების ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართულ ენაზე გამართული წერილობითი კომუნიკაციის წარმართვის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PPT);
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის ძლიერი უნარები.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქ. N7
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
** სამუშაო სტილი: ჰიბრიდული, კვირაში 1 დღე - დისტანციურად
** ანაზღაურება: დარიცხული 2, 600 ლარი + წლიური ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მისამართზე | tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | ტერა ლიზინგის მარკეტინგის და კომუნიკაციების მენეჯერი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 14 თებერვალი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ტერაბანკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. "ტერაბანკში" კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"ტერაბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|