Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ავტოგალერი
გამოქვეყნდა: 25 იანვარი / ბოლო ვადა: 25 თებერვალი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

"თეგეტა ჰოლდინგში" შემავალი კომპანია "ავტოგალერი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების ხელშეწყობა, რეალიზაციის ზრდაზე ზრუნვა და საცალო მომხმარებელთა პორტფელის გაზრდა;
** პოტენციურ მომხმარებელთან შეხვედრა და ახალი მომხმარებლების მოძიება;
** კომპანიაში შემოსული მომხმარებლების დახვედრა და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმოება კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, ხელშეკრულებების მომზადება;
** გაყიდვების შემდგომი follow up-ის განხორციელება;
** მონაცემთა ბაზის წარმოება, პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** საავტომობილო სფეროს ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

დამატებითი მოთხოვნები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდსა და მეგობრულ გარემოს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** სხვადასხვა სახის კორპორაციულ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს;
** მრავალფეროვან ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებს.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-cars/detail-view?vacancyId=955
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე