Робота для біженців з України
ლოჯისტიკის სპეციალისტი - მცხეთა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
სსიპ "დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას: შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო: 1730 ლარი (დარიცხული)
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქალაქი მცხეთა
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:

** საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ინვენტარის/საქონლის მიღება-ჩაბარების პროცესში უშუალო მონაწილეობის მიღება, შესაბამისი აქტის გაფორმებით. მიღება-ჩაბარების აქტში მოცემული ინფორმაციის შესაბამისობის დადგენა - ინვენტარის/საქონლის სახეობის და რაოდენობის დათვლა. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოწერა;
** მიღებული პირველადი დოკუმენტების რეესტრის წარმოება ელექტრონულად (ექსელის ფაილში) და სააგენტოს ცენტრალური აპარატისთვის პერიოდული წარდგენა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციებით.
** მიმწოდებლებთან/მომწოდებელთან კომუნიკაცია, მათგან მიღებული მოთხოვნა/ინფორმაციის დამუშავება, დაზუსტება;
** მიმწოდებლის მიერ მოსარგებლეზე გაცემული ინვენტარის/საქონლის მიღება-ჩაბარების აქტების მიღება, გადამოწმება, შესაბამის ელექტრონულ ფაილში ასახვა და სააგენტოში პერიოდული წარდგენა, ელექტრონულად (ექსელის ფაილში) და სააგენტოს ცენტრალური აპარატისთვის პერიოდული წარდგენა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციებით.
** რეგიონში არსებული საოფისე ინვენტარის და არამატერიალური ფასეულობების, მოვლა-პატრონობა, ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა.
** საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის აღწერა, შემოსავალ-გასავლის დოკუმენტაციის წარმოება. სააგენტოში ინფორმაციის პერიოდული წარდგენა.
** თანამშრომლებისთვის საკანცელარიო ნივთების მიწოდების უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით.

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება";
** საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ.
** "დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მენეჯმენტი/ლოჯისტიკა/ფინანსები);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (შესაბამისი დამადასტურებელი ცნობა);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ი);
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე - ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Sesa_administration@moh.gov.ge. გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე