დასახელება:
საოპერაციო რისკების ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
კრისტალი
|
გამოქვეყნდა: 24 იანვარი
/ ბოლო ვადა: 02 თებერვალი
|
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საოპერაციო რისკების ანალიტიკოსი
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი (თბილისი ან ქუთაისი)
განაკვეთი: სრული
"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. "კრისტალი" უკვე 25 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
"კრისტალი" გთავაზობთ:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი პროდუქტის/პროცესის/ინსტრუმენტის დანერგვის პროცესში შესაბამისი რისკების ანალიზის გაკეთება, შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და მათი მიტიგაციის თუ მართვის მექანიზმებზე რეკომენდაციების მომზადება;
** არსებული პროცესების ინდივიდუალური შეფასებების გაკეთება, პროცესებში არსებული ყველა შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და მათი მიტიგაციის თუ მართვის მექანიზმებზე რეკომენდაციების მომზადება;
** საოპერაციო რისკის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი აქტივობების ხელშეწყობა, მათ შორის სემინარების/ტრენინგების ჩატარება;
** აუთსორსული მომსახურების რისკების ანალიზი და შეფასება და მართვა;
** KRI- პროცესის მართვა;
** რისკების რეესტრისა და ინციდენტების ბაზის (RED) აღრიცხვა და წარმოება;
** საოპერაციო რისკების ინციდენტზე შესაბამისი რეაგირება და რეპორტის მომზადება;
** შესაძლო თაღლითური ქმედებების მოკვლევა და საბოლოო დასკვნისა თუ რეკომენდაციების შემუშავება;
** კომპანიის ბიზნესს პროცესების შემუშავებაში და განახლებაში მონაწილეობა;
** BCP-ტესტირებაში მონაწილეობის მიღება;
** ორგანიზაციის თანამშრომელთა მხარდაჭერა საოპერაციო რისკების საკითხების კუთხით და შესაბამისი კონსულტირება;
** უშუალო ხელმძღვანელისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოპერაციო რისკების მართვის, კონტროლინგის ან აუდიტის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კანონებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ინგლისურად დოკუმენტაციის წერისა და შემუშავების გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MVisio);
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** ანალიტიკური, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დიდი მოცულობის ბაზების დამუშავების და გაანალიზების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** პრობლემური და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინიციატივიანობა და შრომისმოყვარეობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის მოთხოვნები თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ, 2025 წლის 02 თებერვლის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საოპერაციო რისკების ანალიტიკოსი და სასურველი ლოკაცია (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
|
|
|
|