დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბიესი
|
გამოქვეყნდა: 24 იანვარი
/ ბოლო ვადა: 24 თებერვალი
|
შპს "ბიესი" ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი, ბაგრატიონის №63
სამუშაო გრაფიკი: 40 საათი, ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00, შაბათი 09:00-15:00
ანაზღაურება: 1500 + ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების მოძიება და კლიენტთა ბაზის წარმოება;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** კლიენტებისთვის კომპანიის სერვისების წარდგენა/გაცნობა, მოლაპარაკების წარმოება;
** კლიენტთა მოთხოვნების შესწავლა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების მომზადება;
** კლიენტებთან შემდგომი ურთიერთობა, პროექტის მსვლელობის და კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო მასალების კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა MS Word, Excel;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.
პიროვნული მახასიათებლები:
** გუნდში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** პუნქტუალური.
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ტრენინგები და პროდუქციის შესწავლა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@bs.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".
|
|
|
|